პროექტის მოკლე აღწერა: ზოგს ჰგონია ნარჩენები ნაგავია, მაგრამ ეს ასე არ არის. ნარჩენები რესურსია და უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებით სასარგებლო ნივთები მივიღოთ.
პროექტის სრული აღწერა: საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჯანსაღი გარემო გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია ჩვენი ქალაქიც ამ პრობლემის წინაშე დგას. ქუთაისი ჩვენი რესპუბლიკის მეორე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობითა და წარმოების განვითარების დონით. ამიტომ ამ ქალაქში საკმაო რაოდენობით ნარჩენები გროვდება.
ნარჩენები ნაგავი არ არის, ის რესურსია და უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია სასარგებლო ნივთების მიღება. ნარჩენებს მიეკუთვნება: ძველი ნივთები, ძველი ტანსაცმელი, ავეჯი, გატეხილი სათამაშოები,შესაფუთი მასალები, მაკულატურა, პოლიეთილენის ბოთლები,ალუმინის ქილები, მინის ჭურჭლები და სხვ. ნარჩენები არა მარტო აბინძურებენ გარემის, არამედ მათი გადაყრა მდინარეებში, ტბებში, საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს, საშიშროებას უქმნის ცოცხალ ბუნებას და ადამიანის ჯანმრთელობას.
ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ გარემოს მსგავსი დამაბინძურებლები და ისიც, თუ რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის ჯანმრთელობაზე. აღვწერთ და შევისწავლით ამ პრობლემას და შევიმუშავებთ მისი მოგვარების პოლიტიკას. მოვახდენთ ნარჩენების შეგროვებას, დახარისხებას და ნარჩენების გადამამუშავებელ პუნქტებში მიტანას.
დავუკავშირდებით შესაბამის უწყებებს, მივიღებთ საჭირო კონსულტაციებს, შევისწავლით გარემოს ხარისხის დაცვის საჯარო პოლიტიკას საზოგადოებას შევთავაზებთ ჩვენს მიერ არჩეულ პოლიტიკას
უნარჩენო ტექნოლოგიის შესახ
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები: ერთი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:პროექტის წარმატებული მუშაობისთვის შევადგენთ გეგმას, მოვიძიებთ საჭირო ლიტერატურას ინტერნეტის გამოყენებით უნარჩენო ტექნოლოგიებზე, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ, რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოვახდენთ მოპოვებული ფოტომასალის განხილვას, ჩავატარებთ სასკოლო დისკუსიებს, მოვახდენთ ჩატარებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას.
მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტის განხორციელებით ჩვენში ვაყალიბებთ პირველ რიგში
მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ცოცხალ ბუნებას, დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები.
სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი სასარგებლოა მთლიანად საზოგადოებისთვის, მისი გაცნობიერებით საზოგადოება მივა იმ დასკვნამდე, რომ დაბინძურებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, უნდა ვისწავლოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვა.
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან: მონაწილეობა მიიღეს თემში არსებული სკოლებიდან მოხალისეთა ჯგუფებმა.
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტზე მუშაობისას დაგვეხმარება გეოგრაფიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში მიღებული ცოდნა.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა ბრეგაძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: daciliko@gmail.com
Thursday, November 5, 2009
ნარჩენების გადამუშავება და ხარისხიანი ბარემო
Subscribe to:
Posts (Atom)